1. პროექტის სახელი: “ჩვენ და წელიწადის დროები”

2. პროექტის მოკლე აღწერა: მონაწილენი გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას წელიწადის დროებთან, ქმნიან ჩანახატებსა და ნახატებს, ეძებენ ლიტერატურასა და ფოლკლორში შესაბამის ნიმუშებს, იკვლევენ უფროსების დამოკიდებულებას წელიწადის დროების მიმართ და ადამიანის ორგანიზმის მდგრადობას სეზონური ინფექციების მიმართ, აწყობენ თავიანთი ნამუშევრების გამოფენას.

3.პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები აფიქსირებენ თავიანთ დამოკიდებულებას წელიწადის დროების მიმართ და მოჰყავთ შესაბამისი არგუმენტები. თავიანთი პოზიციის გადმოსაცემად ქმნიან ჩანახატებს, ნახატებსა და/ან ლექსებს. შესაძლებელია გაერთიანდნენ ჯგუფებში და ერთად მოძებნონ თავიანთი პოზიციის შესაფერისი მასალა ფოლკლორში, მხატვრულ ლიტერატურაში, მხატვრობასა ან მუსიკაში. ატარებენ გამოკითხვას უფროსებში, რათა იკვლიონ მათი დამოკიდებულება წელიწადის დროების მიმართ, ეძებენ ინფორმაციას სეზონური დაავადებების შესახებ და იკვლევენ ადამიანის ორგანიზმის მდგრადობას მათ მიმართ წელიწადის განსხვავებულ დროს. ადარებენ მონაცემებს და ადგენენ დიაგრამებს. აწყობენ თავიანთი ნამუშევრების გამოფენას და ქმნიან ბლოგს.

4. მონაწილეთა ასაკი: 6-9, 10-14

5. ვადები: 2008 წლის დეკემბერი_2009 წლის მაისი

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მსჯელობა საკუთარი არჩევანის შესახებ; ნახატების, ჩანახატების ან/და ლექსების შექმნა; მხატვრობას, მუსიკასა და ფოლკლორში შესაბამისი ნიმუშების მოძებნა; გამოკითხვის ჩატარება, ინფორმაციის მოძიება და მონაცემების გადამუშავება; გამოფენის მოწყობა; ბლოგის შექმნა.

7. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები შექმნიან ჩანახატებს, ნახატებსა და/ან ლექსებს; მოეწყობა მათი ნამუშევრების გამოფენა; მონაცემებით შეადგენენ დიაგრამებს; შექმნიან ბლოგს.

8. სარგებელი სხვებისთვის:
მოსწავლეები მოაწყობენ გამოფენას; დიაგრამების სახით გამოაქვეყნებენ ინფორმაციებს სეზონური დაავადებების შესახებ; შექმნიან ბლოგს; თავიანთ პროექტს ინტერნეტის საშუალებით გააცნობენ სხვებსაც.

9. სამუშაო ენა: ქართული, რუსული

10. საგნებთან/საგნობრივჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმას
თან კავშირი: ხელოვნება: მოსწავლეები ხატავენ წელიწადის დროებს; მხატვრობასა და მუსიკაში ეძებენ შესაბამის ნიმუშებს.
ლიტერატურა: ქმნიან ლექსებსა და ჩანახატებს; ეძებენ საჭირო ნიმუშებს ლიტერატურასა და ფოლკლორში.
ბიოლოგია: იკვლევენ ადამიანის ორგანიზმის მდგრადობას სხვადასხვა სეზონური დაავადებების მიმართ.
მათემატიკა: მონაცემების გადამუშავება და დიაგრამების შედგენა.
საინფორმაციო ტექნოლოგიები: ინტერნეტში მასალის მოძიება, ბლოგის შექმნა.
11. _______

12. პროექტის ფასილიტატორის სახელი: ცირა თავშავაძე, ნინო მჭედლიძე

13. პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: niniqe@gmail.com tsirata@gmail.com
15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი . . . . . . . . . . . . . . .1. პროექტის სახელი:
“ჩვენ და წელიწადის დროები”